ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“საეჭვოა, რომ პოლიტიკურად აქტიური პირების და მათი ოჯახის წევრების დაკავება დროში დაემთხვა”

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის შვილების  დაკავება ერთმანეთს დროში დაემთხვა.

მისი თქმით, კილაძის შვილს  სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რაც გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა. როგორც ნანუაშვილი განმარტავს, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს – ხარშილაძის დაკავების დროს, ძალის გადამეტება მოხდა თუ არა.

ნანუაშვილის განცხადებით, ის ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება და მოკვლევას დაიწყებს, რადგანაც  პოლიტიკურად აქტიური პირების ოჯახის წერვების დაკავება მიზანმიმართულად არ ხდებოდეს.

„დაზიანენები, რომელიც ხარშილაძეს სხეულზე აღენიშნება, იმის საფუძველს იძლევა, რომ პროკურატურის მხრიდან გამოძიება ჩატარდეს – დაკავების დროს, ძალის გადატემება მოხდა თუ არა და ეს დაზიანებები რისგან წარმოიშვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება უნდა მოახდინოს. შსს-ს შესაბამისი რეკომენდაციით გუშინ უკვე მივმართეთ, რომ კონკრეტული პოლიცილეების მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყოს.

ჩვენ უკვე ამ საქმის მოკვლევას და შესწავლასაც ვიწყებთ იმიტომ, რომ, ცოტა არ იყოს საეჭვოა, რომ პოლიტიკურად აქტიური პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, დროის ასეთ მონაკვეთში ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება“ “, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამარლთლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს, ისიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

იტვირთბა....