გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში კი – თოვლი.
16-19 მარტს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი.
ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +9, +14 გრადუსი იქნება.

