წუხელ ღამით, ბერლინის ფინანსთა სამინისტროს შენობაში საეჭვო ნივთი იპივეს, რომლის გამოც შენობაში თანამშრომლების ევაკუაცია გამოაცხადეს. გერმანიის შნაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საეჭვო ნივთის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის ასაფთეთქებელი მოწყობილობა იყო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბომბი თვითნაკეთი იყო და ის ისე იყო დამზადებული, რომ ადამიანს დააზიანებდა, ვინც შეფუთულ ბომბს გახსნიდა. ამჟამად პოლიცია იძიებს თუ ვის შეეძლო შეეტანა ასაფეთქებელი მოწყობილობა ფინანსთა სამინისტროს შენობაში და აქვს თუ არა ამ ფაქტს კავშირი ტერორიზმთან.