ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

სტამბოლში 50 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სტამბოლში, 50 წლამდე საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. მეგობარმა შუახნის მამაკაცის ცხედარი სახლში ნახა.  თურქეთში მცხოვრები ქართველების თქმით, გარდაცვლილი წარმოშობით კახეთიდან არის და ის მშენებლობაზე მუშაობდა.

მათი ვარაუდით, მამაკაცს გულის აწუხებდა და შესაძლოა ინფარქტი მოსვლოდა. მომხდარის დეტალებს თურქეთში საქართველოს საკონსულო ამ წუთებშიც არკვევს. ფაქტზე გამოძიება თურქეთის პოლიციამ დაიწყო.

იტვირთბა....