ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“იქ ჩვენი მოქალაქეები არიან, გაისმა მინისტრის სიტყვები”: თეა პერტაია ბათუმის მოვლენებს იხსენებს

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი თეა პერტაია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელივ ბათუმში, 12 მარტს განვითარებულ მოვლენებს ეხება. “მეტრონომი” გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

“სანამ გამთენიას სპეცდანიშნულების რაზმი ქალაქში გავიდოდა, პოლიციელებს შს მინისტრი შეხვდა. მეც იქ ვიყავი… ეზოში ცივი სიჩუმე იდგა… ამ სიჩუმეში შორიდან ისმოდა აგრესიული შეძახილები, მსხვრევის ხმა და… გაისმა მინისტრის სიტყვები – მიუხედავად ყველაფრისა, იცოდეთ, იქ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები არიან. ყველაფერი გააკეთეთ ისე, რომ არც ერთი მათგანი არ დაზიანდეს! – ეს ფრაზები იმ დილით მან ბევრჯერ გაიმეორა… დიახ, შსს-მ ახალი სტანდარტი დადო და ამ სტანდარტის შესახებ ყველამ გაიგო. მინისტრის ეს მკაცრი ინსტრუქცია მოგვიანებით სპეც.რაზმმაც ექოსავით აიტაცა…
ესაა თანამედროვე პოლიციის სახე. სხვაგვარად რომ იყოს, აქ არც ვიმუშავებდი… დღეს ეს ღირებულებებია ამ უწყების საყრდენი, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერასაც საჭიროებს, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ეს ყველას პოლიციაა და მე ამის გულწრფელად მჯერა…” – წერს საკუთარ გვერდზე თეა პერტაია.

შეგახსენებთ, 12 მარტს ბათუმში, პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ძალის გადამეტების და პროპორციული ჩარჩოების დაცვით განხორციელდა.

იტვირთბა....