ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

შსს-ს ინფორმაციით, თელავში ნიღბიანმა პირებმა დანის მუქარით ოჯახი დააყაჩაღეს

თელავის რაიონ სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობა მოხდა- ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელ სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა. თავდამსხმელებმა დანის მუქარით  დაახლოებით, 400 ლარი და სანადირო თოფი წაიღეს. ნაცემია ოჯახის უფროსი.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, ეჭვმიტანილები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდიანრეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

 

იტვირთბა....