მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “სოლიდარობის ფონდს” მეტი ჩართულობა სჭირდება:
„როდესაც „სოლიდარობის ფონდი” დავაარსეთ, მეგონა რომ მხოლოდ სიხარულის მოტანა შეეძლო ამ ფონდს, რაც პატარა სიცოცხლეების გადარჩენას ახლავს თან. 400 ბავშვიდან რომელიც დაფინანსდა, რამდენიმე მათგანი დავკარგეთ. ეს ტკივილი მათ ოჯახებთან ერთად პირადად და ფონდის თითოეულ თანამშრომელთან ერთად გამოვიარეთ. ამაზე დიდი ტკივილის და უმწეოების განცდა არ არსებობს, დღეებს რომ ითვლი, დედას შვილთან ყოფნას უხანგრძლივებ და ამაზეც რომ მადლიერია ოჯახი. რომ არა ფონდი, ამდენი ხანიც არ ეყოლებოდა თავის ანგელოზი… დღეს კიდევ მეტკინა საშინლად ერთი პატარა ბიჭის გამო.
მადლობა ფონდის ყველა დამფინანსებელს. ამაზე დიდ საქმეს არ მგონია რამეს ვაკეთებდეთ ყოველდიურად. ახლა უფრო თამამად მინდა ყველას ვთხოვო და მოვუწოდო: ჩაერთეთ ფონდში, უამრავი განაცხადია და მეტი თანხებია საჭირო”, – წერს კობახიძე.