ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხატია დეკანოიძის შვილისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას ადვოკატი გაასაჩივრებს

ხატია დეკანოიძის შვილისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას ადვოკატი ლევან აფრასიძე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, მოსამართლის ზეპირი განჩინება არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას და ასევე გათვალისწინებული არაა ბრალდებულის პიროვნება.

დეკანოიძის შვილისთვის, თორნიკე კოპალეიშვილისთვის წაყენებულ ბრალს დაცვის მხარე არ აღიარებს და საკუთარ უდანაშაულობაზე საუბარს ვრცლად მოგვიანებით აპირებს.

ადვოკატ ლევან აფრასიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეში მტკიცებულებების სახით მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები დევს, რომლებმაც თორნიკე კოპალეიშვილი დააკავეს.

შეგახსენებთ, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შვილი თორნიკე კოპალეიშვილი სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ნარკოტიკული საშუალება MDMI აღმოაჩნდა. კოპალეიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 მარტს შეუფარდა.

იტვირთბა....