კანდელაკის ქუჩაზე, ბარ-რესტორანში ჩხუბის დროს რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის ერთი ქალი, რომელმაც შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო.
დაპირისპირების მიზეზი უცნობია. შემთხვევა საღამოს 9 საათისთვის მოხდა. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კტიმინალსიტები.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შემთხვევის შედეგად ქალი დაიჭრა, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც უწყების პრესსამსახურში „მეტრონომს“ განუცხადეს, დაჭრის ფაქტი არ ყოფილა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ძალადობას გულისხმობს.