ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ კახი კალაძეს აჭარელი მოსახლეობისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. “ვფიქრობ, რომ ბატონმა კალაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს აჭარელ მოსახლეობას იმიტომ, რომ ეს იყო შეურაცხყოფა,“ – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
იგივე განცხადება გააკეთა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გადაცემა “არჩევანში”.

შეგახსენებთ, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ აჭარაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ეთნიკური დაპირისპირების მცდელობა ახსენა, რამაც აჭარის მოსახლეობის განაწყენება გამოიწვია.

იტვირთბა....