თელავში რუსთაველის ქუჩის კვეთაზე, ამ დრომდე უცნობმა ახალგაზრდა გოგომ, პენსიონერი ქალის დაყაჩაღება სცადა, -ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
როგორც 75 წლის ქალი აცხადებს, სავარაუდოდ მძარცველს პენსიიდან აღებული თანხის წაღება უნდოდა, თუმცა ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ წუთებში, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხდეს, საქმეზე გამოძიება 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.