ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი: ბათუმის მოვლენები სააკაშვილმა დაგეგმა

არასამთავრებო ორგანიზაცია “თავისუფალი ცენტრის” წარმომადგენლებმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ  11-12 მარტს განვითარებული მოვლენები წინასწარ იყო დაგეგმილი.

კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის ბესო კალაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის მიერ 2016 წელს დაგეგმილი დესტაბილიზაცია თბილისის ნაცვლად ბათუმში განხორციელდა. როგორც მან განმარტა, სააკაშვილი გეგმაში, რომლიც უკრაინაში დაიგეგმა, ძალოვან უწყებაზე შეტევა, მანქანებისა და საბურავების დაწვა იგულისხმებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ვითარება 11 მარტს დაიძაბა,  მას შემდეგ, რაც პოლიციამ 2 მოქალაქე დააკავა დაჯარიმებისას გაწეული წინააღმდეგობისა და დაპირისპირების გამო.

 

იტვირთბა....