გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსი იქნება.
14 – 19 მარტს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +9, +14 გრადუსი იქნება.
კერძოდ, როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ “მეტრონომს” განუცხადა, უახლოეს დღეებში მთელ საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო მაღალ მთაში-თოვლი.
ხვალ დასავლეთ საქართველოში 8-13 გრადუსია მოსალოდნელი, ასევე წვიმა. მაღალ მთაში კი თოვლი. ასევე, აღმოსავლეთში 10-15 გრადუსი სითბო და წვიმაა მოსალოდნელი. თბილისში ხვალ 13 გრადუსი სითბო იქნება.
23 მარტამდე არამდგრადი ამინდია, ხანმოკლე გამოდარებებით და ნალექით. მაქსიმალური ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით 23 მარტამდე 18 გრადუსს მიაღწევს, მინიმალური ტემპერატურა კი 7 გრადუსი სითბო იქნება.