ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დაკითხვის შემდეგ: დეკანოზის მესამე ვერსიას, პროკურორი ახმოვანებს

“დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს დანაშაული და დააღწიოს თავი მოსალოდნელ პასუხისმგებლობას”, – ასეთი განცხადება გააკეთა ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დეკანოზის დაკითხვის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდების მიერ დასმულ მნიშვნელოვან შეკითხვებს გიორგი მამალაძემ პასუხი ვერ გასცა.
“ჩვენს მიერ დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას გიორგი მამალაძემ დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. მისი ნაამბობი მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და იმ ჩანაწერებთან, რომელიც ჩვენ გავასაჯაროეთ. მთელი ის ინფორმაცია, რასაც გიორგი მამალაძე გვაწვდის, არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული და თავი დააღწიოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. ბრალდებულის ჩვენება მთლიანად აბსურდულია. იგი თავიდან ამბობდა, რომ შორენა თეთრუაშვილი ციანიდის შეძენას მისი ახლობელი ოქრომჭედლისთვის ცდილობდა, შემდეგ განაცხადა, რომ ციანიდით შორენა თეთრუაშვილი აპირებდა თვითმკვლელობას. მან კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა, ვითომდა გავრცელებულ ჩანაწერებში ის ხუმრობდა”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
რაც შეეხება ციანიდის საკითხს, პროკურორი აცხადებს, რომ გამოძიებას აქვს სხვადასხვა ვერსიები, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გაასაჯაროებს.

შეგახსენებთ, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, დაკავებულია დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე.

იტვირთბა....