ქუთაისში კორპუსიდან აგურის გადმოვარდნის შედეგად 12 წლის გოგონა დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მშობლებიც თან ახლდნენ, რომლებიც შვილს გორგოლაჭებით სრიალს ასწავლიდნენ.
„მეტრონომს“ შსს-ში აღნიშნული ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.