ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ირაკლი მამალაძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები საერთოდ განსხვავდება არა მარტო საქმის რეალობიდან, არამედ მის მიერ მიცემული ჩვენებებიდანაც.
ფანცულაიას თქმით, ირაკლი მამალაძის მიერ გაჟღერებული ტერმინები უფრო მეტად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის.
“საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე რა განცხადებებსაც აკეთებს ჟურნალისტებთან საუბრისას, არ შეესაბამება სიმართლეს. ირაკლი მამალაძის მიერ გაჟღერებული ტერმინები, უფრო მეტ სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს, ვიდრე მამა გიორგი მამალაძის მიერ გაჟღერებული ტერმინები.
ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, საერთოდ განსხვავდება არა მარტო საქმის რეალობიდან, არამედ მის მიერ მიცემული ჩვენებებიდანაც კი”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა, რომელზეც შესვენება იყო გამოცხადებული, ცოტა ხნის წინ განახლდა.