ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

„გალფის“ ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღეს

თბილისში “გალფის” ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა გამთენიისას დაახლოებით 05:00 საათზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ობიექტს თავს რამდენიმე პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა და ცვლაში მყოფი თანამშრომლები წებოვანი ლენტის გამოყენებით დააბეს. მათ ფიზიკური ძალადობის შედეგად თანამშრომლებს ფული გამოსძალეს.

„გალფში“ დეტალებზე არ საუბრობენ და უცნობია რა რაოდენობის თანხის წაღება მოხდა. „ლაგუნა ვერეს“  მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

როგორც „მეტრონომს“  შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

იტვირთბა....