“ახალი საქართველოს” ლიდერი, მე – 9 მოწვევის პარლამენტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“მე – 9 მოწვევის პარლამენტი .
110 დღეში საქართველოს პარლამენტის 150 – მა დეპუტატმა 1749 მოქალაქე მიიღო . საშუალოდ, 110 დღეში ერთი დეპუტატი შეხვდა 11 მოქალაქეს, რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ ერთი დეპუტატი 10 დღეში ერთხელ ხვდებოდა ერთ მოქალაქეს .
110 დღეში 150 დეპუტატიდან საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ჯამში ამ პერიოდში 9 იყო, 27 – მა დეპუტატმა იმუშავა. ანუ, საქართველოს პარლამენტის 123 დეპუტატს მას შემდეგ , რაც მე – 9 მოწვევის პარლამენტარები გახდნენ, კანონპროექტზე არ უმუშავიათ და არანაირი ინიციატივა ამ მიმართულებით არ ჰქონიათ.
9 ინიციატივ , რომელიც ამ ხნის განმავლობაში დეპუტატებმა დაამუშავეს, ეხებოდა საგადასახადო მიმართულებას, რომელმაც კიდევ უფრო გააძვირა ცხოვრება, სუსს და მოსმენების “დაკანონებას ”, საქართველოს პარლამენტში რეგლამენტის ცვლილებას , ეროვნულ ბანკს და ასე შემდეგ .
საგულისხმოა , რომ გარდა ხელისუფლებისა, მისი ამომრჩეველი მოატყუა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც არანაირი ინიციატივია არ ჰქონიათ ამ ხნის განმავლობაში. ინაშვილს და მის პარტიას არანაირი კანონპროექტის ინიცირება არ გაუკეთებიათ ისევე, როგორც ბოკერიას და მის “ახალ” პარტიას . ამ მიმართულებით არც ,,ენმ“ იწუხებს თავს და მათაც მხოლოდ ერთი ინიციატივა ჰქონდათ, რომელიც მთავრობის გაზპრომთან მოლაპარაკებას ეხებოდა.
ფაქტია, ამომრჩეველი მოტყუებულია, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ოპოზიციური თუ ფსევდო ოპოზიციური პარტიების მხრიდან .არანაირი ინიციატივა და მუშაობის ნიშან-წყალი არც ამ პარლამენტს ეტყობა” .