„ბათუმში 11-12 მარტს გამართულ საპროტესტო აქციის შედეგად მიყენებული ზარალი 150 ათას ლარამდე აღწევს“, – ამის შესახებ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.
მისი თქმით, მერიამ საკუთარი ძალებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა.
„ყველაზე დიდი ზიანი ძვირადღირებულ შუქნიშნებს მიადგა. ზუსტად იმ გზაჯვარედინზე 7 მეტრის სიმაღლეზე შუქნიშნების დაზიანება მოხდა. მხოლოდ შუქნიშნების მოსაწესრიგებლად ზარალი 120 ათას ლარამდე შეადგენს. საბოლოო ჯამში, დაზიანებები ამ სახის არის ძირითადად. საბოლოო ჯამში ეს, რომ შევიძინოთ აჭარის მთავრობას თანხის გამოყოფას ვთხოვთ. ჩვენ ჩავატარეთ ტროტუარების აღდგენითი სამუშაოები, სულ მთლიანად ჩვენი რესურსით მოხდა აღდგენა, ზარალი მთლიანობაში დაახლოებით 150 ათას ლარამდე აღწევს“, – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. 40 ადამიანიდან 7 პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, დანარჩენები ხელწერილით გაათავისუფლეს.