ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვისგან იყიდა დეკანოზმა ციანიდი: რას ამბობს პროკურატურა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ  მათ იმიტომ არ იციან ციანიდი დეკანოზმა ვისგან შეიძინა, რადგანაც მისი ვიზუალური თვალთვალი სიფრთხილის გამო პროკურატურამ არ განახორციელა.  პროკურორის თქმით, ბრალდებული მოქმედებდა ძალიან ფრთხილად, ყოველდღიურად მისი ვიზუალური კონტროლი დიდ რისკთან იყო დაკავშირებული და არსებობდა საფრთხე, რომ მას შეემჩნია ფარული მოქმედებები, რაც არსებითად დააზიანებდა გამოძიებას.

„ჩვენ ისედაც ფარულად ვაყურადებდით და ვიწერდით მობილური ტელეფონით მის საუბარს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვიზუალური კონტროლი ხდება დისტანციიდან, რათა ეჭვი არ აიღოს ობიექტმა, სწორედ ამიტომ აღარ გავწიეთ რისკი და არ ჩატარებულა ვიზუალური კონტროლი.

ნებისმიერი ასეთი ღონისძიების შედეგები აისახება ოქმებში, ასეთი დოკუმენტი კი საქმეში არ არსებობს და გაუგებარია, რაზე დაყრდნობით აცხადებენ ადვოკატები, რომ მიმდინარეობდა ბრალდებულის თვალთვალი.

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი არ იცნობენ საქმის მასალებს. ჩვენ განვახორციელეთ მხოლოდ ბრალდებულისა და ირაკლი მამალაძეს შორის შეხვედრების აუდიო-ვიდეოჩაწერა. ბრალდებული თანხის მოძიების შემდეგ გეგმავდა ირაკლი მამალაძისგან ციანიდის შეძენას, თუმცა აღარ შეხვდა მას. ჩვენ დავადგინეთ, რომ გიორგი მამალაძეს საწამლავი უნდოდა ადამიანის მოსაწამლად და სასწრაფოდ სჭირდებოდა გერმანიაში გამგზავრებამდე“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

იტვირთბა....