აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილს, რომელიც ბათუმში წუხელ განვითარებული მოვლენების დროს დაშავდა, ოპერაციას თბილისში ჩაუტარებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულს ოპერაცია ინგოროყვას კლინიკაში ჩაუტარდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ბათუმში, გუშინ, გვიან ღამით განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავდა.
ჭეიშვილის განცხადებით, ქვა მაშინ მოხვდა, როდესაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.