გამოძიების დასრულებამდე ბრალდებების შემცველი განცხადებების გამო ხელისუფლების წარგმაოდმგენლებს აკრიტიკებენ მესამე სექტორში. არსამთავრობოები აცხადებენ, რომ ძალის გადამეტების ფაქტი პოლიციის მხრიდან გუშინ არ დაფიქსირებულა, თუმცა ორგანიზაციაში “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” არეულობის ორგანიზატორების დადგენის აუციელბლობაზე მიუთითბენ და აქვე განამრტავენ, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირება დაგვინაბული იყო.
“გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საკმარისი რეაგირება არ იყო ხელისუფლების მხრიდან. მე არ მგონია, რომ აქ ამ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან იყოს მართული ეს პროცესი, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ წუხელ ღამის განმავლობაში გაკეთებული გარკვეული განცხადებები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არ იყო პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალულ,“ – აცხადებს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე.