ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 335-ე პრიმა მუხლებით დაიწყო.

„გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
გამოძიება ასევე მიმდინარეობს 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე, სახელმწიფოს სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით“, – აცხადებენ უწყებაში.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ გუშინ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით 40-მდე პირია დაკავებული. ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ბათუმში გუშინდელ აქციაზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს, ნაწილი კი ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

იტვირთბა....