აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორი მერაბ ღოღობერიძე პირველ კომენტარს აკეთებს. იგი აღიარებს, რომ სწორედ მან დაიწყო გამოსვლები. მისი თქმით, პოლიციის უფროსმა ერთ-ერთ სუფრაზე აჭარლები თათრებად მოიხსენია. ღოღობერიძის განცხადებით, იგი სამართალდამცავებს ჯერჯერობით არ დუკითხავთ, თუმცა იგი მზად არის მათ კითხვებს უპასუხოს და სამართალდამცავების ზარს ელოდება.
“ის რაც გუშინ მოხდა, მათი დანაშაული არის, მინდა გითხრათ, რომ იმდენად აგრესიულები იყვნენ, საზოგადოების თვალწინ მოხდა ადამიანების ცემა და ეს იყო პიკი.
მჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას. თუ დადასტურდება, რომ ის რაც მოხდა გუშინ მერაბ ღოღობერიძის მიერ იყო დაგეგმილი, მე უნდა მომეთხოვებოდეს პასუხი,” – განაცხადა ღოღობერიძემ.
იგი აცხადებს, რომ ის არ იღებს იმ დარბევაზე პასუხისმგებლობას, რომელიც ბათუმში გამთენიისას მოხდა, რადგან ეს უკვე თავად გაბრაზებულმა მოქალაქეებმა მოაწყვეს.