aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არამარტო საქართველოს ისტორია, არამედ მოვახერხეთ და ევროპის ისტორიაც კი შევცალეთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეწამყვანმა  გიორგი გაბუნიამ რუსთაველზე “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ეს უნდა ყოფილიყო საპროტესტო მიტინგი, მაგრამ  გამარჯვების ზეიმად იქცა. გაბუნიამ მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

“ჩვენ არათუ შევედით ისტორიაში იმ 7 მოსამართლესთან ერთად, რომელთაც ასე ერთხმად დაგვიჭირა მხარი, არამედ ჩვენ თქვენთან ერთად შევცვალეთ ისტორია, არამარტო საქართველოს ისტორია, არამედ მოვახერხეთ და ევროპის ისტორიაც კი შევცალეთ,“ – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გიორგი გაბუნიას თქმით, “რუსთავი 2″-ის გუნდი არის ერთიანი და შეკრული. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ნიკა გვარამიას.

„რუსთავი 2”  ჩვენია და ჩვენ არცერთი კარიდან ხელისუფლებას არ მივცემთ საშუალებას, ჩვენთან შემოვიდეს,“ – განაცხადა გაბუნიამ.

იტვირთბა....