ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარ შეძლებს სიტყვის თავისუფლებაზე ხელის აღმართვას”

“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი რუსთაველის გამზირზე დაიწყო. აქციაზე შეკრებილებს სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, სიტყვით მიმართა.

„ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა ეს ბრძოლის ერთი ეტაპია, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარ შეძლებს სიტყვის თავისუფლებაზე ხელის აღმართვას,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა რუსთავი2-ის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. მან მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, რუსთავი2-ის გუნდსა და პირადად ნიკა გვარამიას. მან აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიამ სიცოცხლის უსაფრთხოებაც კი გვერდზე გადადო.

იტვირთბა....