“ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტების ნაწილს დღეს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, დღეს, 16:00 საათზე, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა სანზონაში, თემქის დასახლების X კვარტალში მდებარე № 24-დან №44-ის ჩათვლით არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე თემქის დასაწყისში X ,,ბ“ კვარტალში არებულ №1, №2, №3, №4, №5 და №6 საცხოვრებელ კორპუსებს, ხევძმარის ქუჩა №22, შატილის ქუჩაზე არსებული კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდება აღდგება 20:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
”მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია განცხადება.