aviabiletebi
ვიდეო მთავარი მსოფლიო

კურიოზი BBC-ის პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

https://www.youtube.com/watch?v=MbASnlA0OmY

სატელევიზიო პირდაპირი ეთერი ხშირად სიურპრიზებითა და სახალისო მომენტებით არის სავსე. ბუნებრივია, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან არც მსოფლიოს უდიდესი ტელეკომპანიები არიან დაზღვეული.

სახალისო შემთხვევა მოხდა BBC-ის ლაივზე, როდესაც სამხრეთ კორეის კრიზისზე BBC-ის ექსპერტის ინტერვიუ მისმა შვილებმა „ჩაშალეს.“

ექსპერტი რობერტ კელი პირდაპირ ეთერში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრობდა, როდესაც ოთახში მისი უფროსი შვილი „შეიჭრა“ და მის უკან ცეკვა დაიწყო. კელი შეეცადა შვილისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ მისი პრობლემა მალე გართულდა, რადგან ოთახში მეორე ბავშვი შევიდა.

კულმინაცია კი ოთახში ქალის (სავარაუდოდ, ბავშვების დედა ან ძიძა) შესვლა გახდა, რომელმაც ბავშვებს ნერვიულად დასტაცა ხელი და მათი ოთახიდან გაყვანა სცადა, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. უფროსი გოგონა გაჯიუტდა და ოთახში დარჩენას მოითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ ქალმა მათი გაყვანა მოახერხა და მამას ინტერვიუს გაგრძელების საშუალებაც მისცა.

იტვირთბა....