ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე საკუთარ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
“რუსთავი 2-მა და მისმა იურისტებმა გადაარჩინეს თავისუფალი სიტყვა!
ჩემი აზრით, ახლა ჯერი ჩვენზეა და ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ მიშა საქართველოში, არცერთი მოღალატე გვერდით არ უნდა დავიყენოთ, დაუყოვნებლივ უნდა გავანთავისუფლოთ ჩვენი ტყვეები, ბედუკაძეს უნდა ვათქმევინოთ თუ რომელი მაღალჩინოსნის დახმარებით აღმართა ცოცხი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მანანა ბერიკაშვილი აუცილებლად მოყვება, ვინ დაავალა რაფალიანცის მკვლელობა, ივანიშვილი უნდა გასამართლდეს ქონების კონფისკაციით და მის კოლბაში უნდა შეასახლო ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილმა გამოყარა სამსახურებიდან და უხელფასოდ დარჩენილებს ბანკებში ჩარჩათ ბინები, სავალდებულო უნდა გახდეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის (მათთვის გასაგებ ენაზე) საქართველოს ისტორიის შესწავლა და სკოლებში N1 საგნად უნდა იქცეს საქართველოს ისტორია, ლაზიკა უნდა ავაშენოთ, სტატუს შეწყვეტილი ნიჭიერი (შეჭირვებული) სტუდენტები ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, ყველა წარჩინებული სტუდენტი საზღვარგარეთ უნდა გაუშვა სასწავლებლად, პედაგოგების კვალიფიკაცია უნდა ამაღლდეს!”- წერს გოცირიძე.