ახალი ამბები მთავარი სამართალი

როდის გაგრძელდება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, ორშაბათს, 13 მარტს, 10 საათიდან გაგრძელდება, ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს. მისი თქმით, ბრალდებულის უფლებადამცველებს მთავარი პროკურატურისგან ამის შესახებ უკვე ეცნობათ.

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე 28 თებერვალს დაკითხეს. მან გარკვეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, თუ მისი ოჯახის უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული. რამდენიმე დღის წინ, როდესაც პროკურატურამ მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკანოზის ოჯახს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

იტვირთბა....