ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ჩემი ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენების გადაწყვეტილება უწმინდესმა მიიღო“

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაში“ მისულმა მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მისი ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენების გადაწყვეტილება თავად უწმინდესმა ილია მეორემ მიიღო. მისი თქმით, მოვიდა დრო, რომ საპატრიარქოს ტელევიზიისთვის სხვამ უფრო ბევრი გააკეთოს.

„ თავად უწმინდესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში  მოღვაწეობა ვინმე სხვამ გააგრძელოს. ვინ იქნება ეს ადამიანი, ჯერ ცნობილი არ არის.

სიბრძნე არსებობს, რომ  თუ ადამიანმა თანამდებობა დაკარგა, არაფერი არ დაუკარგავს. თუ დაკარგა ფული ან ქონება, არაფერი არ დაუკარგავს. თუ ადამიანმა დაკარგა ჯანმრთელობა, არა უშავს, შეიძლება დიდხანს იცოცხლოს. მაგრამ თუ დაკარგა მადლი, ყველაფერი უკვე დაკარგული აქვს. ამას თვითონ უწმინდესი ქადაგებს ხშირად, მე ვცდილობ მადლი არ დავკარგო,” – განაცხადა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით. მიტროპოლიტი პეტრე აცხადებდა, რომ საპატრიარქოში დაპირისპირების სათავე შორენა თეთრუაშვილია, რომელსაც, მისი თქმით, განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს.

მიტროპოლიტი პეტრე ტელევიზიის დირექტორის პოსტიდან დღეს სინოდის სხდომის შემდეგ დათხოვნას.

იტვირთბა....