მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობა ჩამოართვეს. მან სინოდის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დატოვა:
“მისაყვედურეს აქტიურობის გამო. სამწუხაროდ გამოვიდა ისე, რომ ჩემი საკითხი იყო მთავარი. მე ვფიქრობ, რომ ეს მიკერძოებული იყო და არსებულ პრობლემებში ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი პრობლემა.
მირჩევნია დავისაჯო სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავიმარჯვო.”-განაცხადა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან.
სინოდის სხდომა დაასრულდა.