ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ აქციის მონაწილე მოვაჭრეებმა საკრებულოს წინ კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
პოლიციელები კარვების ტერიტორიიდან გატანას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას დაზარალებული მოვაჭრეები არ აძლევენ.
მოვაჭრეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ისინი ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ.
შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ფართობი. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

იტვირთბა....