ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში დღეს 12 საათზე  წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.  სინოდის სხდომის საკითხები წინასწარ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, სხდომაზე ბრალდებული დაკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იქნება მსჯელობა.

წმინდა სინოდის სხდომა გეგმურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში. სახდომაზე  ეკლესიისთვის პრობლემურ საკითხებს განიხილავენ. შარშან სინოდი 4-ჯერ შეიკრიბა და ბოლო სხდომა გასული წლის 22 დეკემბერს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სამართალდამცველებმა 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს რამდენიმე მღვდელმთავარს შორის მკვეთრი განცხადებები მოჰყვა.

იტვირთბა....