ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ყურადღებით ვაკვირდებით “რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს”

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ სიტუაციას  დიდი ყურადღებით აკვირდება.

„ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმის გარშემო სასამართლო პროცესებს იმიტომ, რომ საქართველო, ჩვენი აზრით, არის ძალიან კარგი ნიმუში დემოკრატიის განვითარებისა მთელს რეგიონში. როგორც ყველა სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, უნდა არსებობდეს აუცილებელი ინდიკატორები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია მედია პლურალიზმი, თავისუფალი მედია. ეს აუცილებელია, დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ნამდვილად გვწამს, რომ საქართველო ამ მიმართულებით განვითარდება“, – განაცხადა იან კელიმ.

იტვირთბა....