ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

რა მოხდა მარტვილში: ერთი და მოკლულია, მეორე-მძიმედ დაჭრილი

მარტვილში ყაჩაღობა მოხდა-ხანდაზმულ დებს, რომლებიც მარტო ცხოვრობდნენ, საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღობისას დამნაშავეებმა ქალები გაკოჭეს და აწამეს, შემდეგ კი ერთ-ერთი ქალი მოკლეს. ინფორმაციას შსს ადასტურებს. მეორე ქალი დაჭრილია და მარტვილის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 109-ე მუხლით, რაც მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარების მიზნით ჩადენილს გულისხმობს.

იტვირთბა....