საქართველოს პრემიერმინისტრმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რუსთავი2-ის საქმეზეც, კერძოდ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და აღნიშნა, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ორ კერძო სუბიექტს შორის დავით, ამავე ჭრილში გაგრძელდება.
“პროცესი გრძელდება ჩვეულებრივ. ჩვენ აქამდეც ვაცხადებდით, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი. არანაირი გაზვიადება ამ მოვლენის არ გვამრთებს- ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდან ინფორმაციის მიწოდებას.
საერთოდ მგონია, რომ ეს საკითხი როგორც თავიდანვე იყო გაზვიადებული, ასევე რჩება დღესაც. მე, მაგალითად, არ მივანიჭებდი ამხელა მნიშვნელობას ამ საკითხს. ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული საქმე, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო იმ პროცესუალურ ქვედებებს, რაც მას მართებს. სახელმწიფოს ინსტიტუციები მუშაობენ, ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას გვაქვს სრული ნდობა ამ ინსტიტუციების მიმართ და ამ მხრივ არანაირი ბზარი არ შეიძლება რომ იყოს.
მისი განმარტებით, საქართველოში სიტყვის თავისუფლება დაცულია, რასაც მოწმობს არაერთი საერთაშორისო დასკვნა. “ჩვენთვის ევროპარლამენტარებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. მათი წერილის შინაარსი ჩემთვის ცნობილია და ჩვენ საპასუხო წერილიც მოვამზადეთ, რომელიც გამოქვეყნდება.
საქართველოში არანაირი საფრთხე სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ეს საქმით დავადასტურეთ. საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რაც დადასტურებულია ყველას მიერ. ვფიქრობ, შიშები, რომელიც აქვთ ჩვენს პარტიორებს, გარკვეულწილად გადაჭარბებულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოში ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი.
მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება. საქართველო აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ევროპული მომავლის შექმნას და არანაირი საფრთხე დემოკრატიზაციის კუთხით, საქართველოში არ არსებობს. ამის გარანტი არის ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ ეს დავადასტურეთ არაერთხელ,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.