ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, მარტო არ მოქმედებდა და იცის, თუ ვის გულისხმობდა ნაცვალსახელში – „მათ“ და „იმათ“, რომელიც პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერში გაჟღერდა:
„არ ვფიქრობ მხოლოდ შორენა თეთრუაშვილზე, მამა გიორგის საუბარში არის და ფიქსირდება ასე ვთქვათ ამ ნივთიერების გადაცემაც, ფულის გამოგზავნა და ძალიან ბევრი რამ. ახლა ეგ უნდა გამოავლინოს გამოძიებამ. შემიძლია გითხრათ, მხოლოდ ის, რომ ნაცვალსახელში – „მათ“, „იმათ“, რომელსაც ის იყენებდა, ვიცოდი ვისზეც საუბრობდა“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.
პროკურატურამ ციანიდის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა, სადაც ფარულ ვიდეო ჩანაწერში დეკანოზი მამალაძე ციანიდის შესყიდვასა და შორენა თეთრუაშვილზე საუბრობს.მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ასევე, ხშირად იყენებს ნაცვალსახელებს – „მათ“ და „იმათ“.