ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურორი: დეკანოზმა აეროპორტში თავად გახსნა ჩემოდანი, რადგან კოდი მხოლოდ მან იცოდა

სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. ციანიდის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა, განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგის ამოღება აეროპორტის თანამშრომლების მონაწილეობით და მათი თანდასწრებით მოხდა,  წესების სრული დაცვით. მისივე თქმით,  ბარგი აეროპორტში დაილუქა, ხოლო მისი გახსნა საგამოძიებო ორგანოში ბრალდებულისა და მისი ადვოკატის თანდასწრებით მოხდა. როგორც პროკურორმა განაცხადა,  მამალაძემ პირადად გახსნა ჩემოდანი, კოდი მხოლოდ მან იცოდა და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო:

“არსებობს პროცესის ამსახველი ფოტომასალაც. აბსურდულია ის ეჭვები, რომ თითქოს რაიმე მანიპულაცია მოხდა ამ საგამოძიებო მოქმედებისას.”- განაცხადა პროკურორმა.

იტვირთბა....