“მინდა გაცნობოთ ძალიან მაგარი ამბავი სტრასბურგიდან” – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ნიკა გვარამიამ, რომელსაც მხურვალე ტაშით მიეგებნენ.
გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საკუთრების დავაში რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს გადასცა.