ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა კობალაძე დააკავა. მისი დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

უწყების პრესსამსახურის თქმით, დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ, რა გახდა საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით, მაღალჩინოსანი ქრთამის სახით 50 000 ლარის აღების ფაქტზე დააკავეს. საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ საკრებულოს თანამშრომლები.

იტვირთბა....