ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექსპერტიზის დასკვნა: ლევან აბზიანიძე შარდმდენი აბის მიღების შედეგად არ გარდაცვლილა

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზად არ შეიძლება ჩაითვალოს მის სისხლში აღმოჩენილი ფუროსემიდის (შარდმდენი აბი) კვალი. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ლევან აბხიანიძის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი სანტურიანმა განუცხადა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლევან აბზიანიძის გარდაცვალების  მიზეზია გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, განვითარებული გულის ქრონიკული იშემიური დაავადების შედეგად.

შეგახსენებთ, 2015 წლის 17 ივნისს ქუთაისში 56 წლის ლევან აბზიანიძე გარდაიცვალა.  ოჯახის წევრები მაშინ აცხადებდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზი შარდმდენი აბები გახდა, რომელიც მას ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით დაალევინეს პოლიციის განყოფილებაში. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ექსპერტიზის პირველადი მონაცემების თანახმად, ორგანიზმში  შარდმდენი აბების კვალის არსებობა დადასტურდა.  საქართველოს მთავარი პროკურატურა საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

იტვირთბა....