წუხელ ზუგდიდში ტოლსტოის ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, 3 ნიღბიანი პირი შეიჭრა და მუქარის მეშვეობით ოჯახიდან დაახლოებით 2 000 ლარამდე თანხა წაიღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ოჯახის წევრებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათი ინფორმაციით, დამნაშავე პირების დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.