ჭყონდიდის ეპარქიას ადგილობრივი გამგეობის გადაწყვეტილებით 7 წლის წინ გადაცემული ავტომობილი ჩამოართვეს. სასულიერო პირების განცხადებით, ნივის მარკის ავტომობილი ეპარქიის 5 მაღალმთიანი სოფლის ტაძარს ემსახურებოდა და ბერები მას საკვების ასატანად იყენებდნენ.
გუშინ კი, გამგეობის წარმომადგეენლემა აღნიშნული ნივის დაბრუნება მოითხოვეს და ნაჩუქარი ავტომობილი ბერებს უკან წაართვეს. სასულიერო პირები მომხდარს მეუფე ფეტრეს წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს უკავშირდებენ და ფიქრობენ, რომ ამაში გამგეობის წარმომადგენლები ჩართეს.