ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სუბარი ლტოლვილთა ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

“საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების შექმნაზე არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არც იქნება” – ასეთი განცხადება გააკეთა ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. ამით ის გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ლტოლვილთა თავშესაფრის გახსნის თაობაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის განცხადებას.
„ჩვენ ძალიან პატიოსნად, ძალიან წესიერად ვასრულებთ სართაშორისო ვალდებულებებს, რომელიც ნაკისრი გვაქვს, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრებს. ვასრულებთ საეთაშორისო მისიებში მონაწილეობით და ლტოლვილების მიღების თვალსაზრისითაც. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საქართველოში, მე პირდად მქონდა მასთან შეხვედრა და მსგავსი საკითხი არ განხილულა არც ჩემთან, არც საგარეო საქმეთა სამინისტროში და არც პრემიერ-მინისტრთან. ეს არის მისი ინიციატივა, რომელიც წამოაყენა. ეს არის მისი სურვილები. ოფიციალური ვალდებულება, ან შეთანხმება საქართველოში ევროკავშირის ლტოლვილთა ცენტრის გახსნის შესახებ, არ არსებობს“, – ამბობს სოზარ სუბარი.

იტვირთბა....