საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგის სასამართლოს შენობა დატოვა. მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ იმ სტატისტიკაზე, რომელიც დადებითია და მცირდება აპლიკაციების საქართველოდან და ეს მიანიშნებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დააკონკრეტა ისაუბრა თუ არა სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმეზე. მან ასევე აღნიშნა, რომ არც პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება კონკრეტულ საქმეებზე საუბრის.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს. საუბარი იყო ყველა რეფორმაზე, პროცესზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებასა და პროგრესს. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არც ქვეყნის პრეზიდენტია უფლებამოსილი საუბრის და არც საგარეო საქმეთა მინისტრია უფლებამოსილი, რომ კონკრეტულ საკითხზე ისაუბროს.