საგარეო საქმეთა მინსიტრი მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება. საგარეო უწყების პირველი პირი შეხვედრას ევროსასამართლოში მართავს, ამის შესახებ სტრასბურგიდან “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი იუწყება. ამ დრომდე უცნობია, ვის ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრი და როდის დაიგეგმა ეს შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს. ევროსასაამრთლოს გადაწყვეტილებით 2017 წლის 8 მარტამდე შეჩერებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 მარტს “რუსთავი 2”-ი ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.