ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე, მედიაში გავრცელებული ცნობით, ხელს ადებს პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს და ამბობს, რომ იარაღი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, მას სწორედ ჟურნალისტმა მამალაძემ მიაბარა.
ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმაც დაუდასტურა.
ირაკლი მამალაძე მედიასთან ამ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს და კომენტარისგან თავს იკავებს.
დეკანოზი მამალაძე პროკურატურას ჩვენების მიცემამადე ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიას სთხოვს.