ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საჩივარი, რომელშიც ქალი “მათე მოტორსის” დირექტორს წამებასა და შანტაჟისთვის უჩიოდა

“მათე მოტორსის” მფლობელის, ბიზნესმენ გელა ბარკალაიას დაკავებამ სოციალურ ქსელში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. განსაკუთრებით იმ მუხლებმა, რომლებიც მას წაუყენეს. მას ბრალი ორი მძიმე მუხლით აქვს წარდგენილი. სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის მძევლად ჩაგდებას. მეორე – 157-ე მუხლია, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. სასამართლომ ბარკალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, თავად ბარკალაია მომხდარს მისი ბიზნესით დაინტერესებას უკავშირებს, რადგან ბრალდებაში ოფიციალურად საუბარია 2014 წელს პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე, სადაც ჩვენთვის უცნობი ქალი მათე მოტორსის დირექტორს წამებისა და შანტაჟისთვის უჩიოდა.

ბარკალაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.

იტვირთბა....