ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დევნილთა ცენტრის გახსნის ინიციატივით გამოდის, ამის შესახებ სებასტიან კურცმა გამოცემა “ბილდთან” ინტერვიუში განაცხადა.
ავსტრიელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ახლო-აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან იძულებით გადაადგილებული პირების განთავსების ცენტრები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უნდა შეიქმნას, მაგალითად ეგვიპტეში, საქართველოში და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში.
“სად განლაგდება ცენტრები გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაცვის ფუნქციას შეასრულებენ და ხალხს, ვინც ევროპაში არალეგალურად მოხვედრას შეეცდება, ისევ იქ დააბრუნებენ,” – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ დაწესებულებების შექმნის შემთხვევაში მათი მართვა ევროკავშირმა და გაერომ ერთობლივად უნდა განახორციელონ.